მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები სტუმრად თურქეთს დაუპირისპირდება. მატჩი 14 ოქტომბერს 22:45 საათზე გაიმართება.
მატჩის წინ, თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ კომენტარი გააკეთა და შანსები შეაფასა.
"ზოგადად, ყველა სანაკრებო მატჩი რთული და მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ხვალაც ასე იქნება.
მითუმეტეს, საქართველოს მოგება სჭირდება, ისინი მხოლოდ მოგებაზე ითამაშებენ და რთული თამაში გველის.
ერთმანეთს ერთი თვის წინ შევხვდით და ისიც მძიმე თამაში იყო. 3:0 ვიგებდით, როცა ორი ბურთი გავუშვით. ხვალ იგივე შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ", - განაცხადა მონტელამ.








