ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ფრანგი ფეხბურთელი კილიან მბაპე, სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალს შეუერთდება.
მბაპეს მის ამჟამინდელ კლუბთან - პსჟ-სთან კონტრაქტის ვადა ეწურება და სამეფო კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
თუ მბაპე რეალში გადავა, მისი დებიუტი პირდაპირ ელ კლასიკოზე - ბარსელონას წინააღმდეგ შედგება.
შეგახსენებთ, რომ 2024/25 წლების სეზონის პრე-სეზონზე ამერიკული ტურნე ჩატარდება, სადაც წამყვანი ევროპული კლუბები ითამაშებენ.
3 აგვისტოს კი ამ ტურნეზე ერთმანეთს რეალი და ბარსელონა დაუპირისპირდებიან, სადაც მბაპეს დებიუტს ვარაუდობენ.