ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიმართა საოცარად დრამატული და უხვგოლიანი დაპირისპირება პსჟ-სა და ბაიერნს შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 5:4 დასრულდა.
რეკორდმაისტერმა თამაში აქტიურად დაიწყო და ანგარიშიც გახსნა. თავი ჰარი კეინმა გამოიჩინა, კვარაცხელიამ მალევე გაათანაბრა, ჟოაო ნევეშმა კი გუნდი წინ გაიყვანა.
პირველი ტაიმი ამით არ დასრულებულა - ოლისემ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე დემბელემ პენალტი გამოიყენა და პსჟ კვლავ დაწინაურდა.
56-ე და 58-ე წუთებზე კვარაცხელიამ და დემბელემ დუბლი გაიფორმეს, მაგრამ ბაიერნი არ დანებდა, უპამეკანოს და დიასის გოლებით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და მომდევნო მატჩს ინტრიგა დაუტოვა.
ბაიერნისა და პსჟ-ს განმეორებითი მატჩი ერთი კვირის თავზე, მიუნხენში შედგება.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





