საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თავია გუნდთან ერთად მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ გაიხსენა. მან თავისი სოციალური ქსელის საშუალებით გაიხსენა ჩვენს ეროვნულ გუნდთან ერთად განვლილი გზა, რომელიც ევრო 2024-ზე გასვლით დაგვირგვინდა. ფრანგმა სპეციალისტმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
"26 ფეხბურთელთან ერთად, საოცარი შრომისუნარიანობა და უმაღლესი დონის დისციპლინა ვაჩვენეთ. საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს. ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში თქვენგან უძლიერესი ემოციები მივიღე, მადლობა", - წერს "ჯვაროსნების" დამრიგებელი სოციალური ქსელის საშუალებით.
შეგახსენებთ, რომ 47-წლის მწვრთნელი საქართველოში 2021 წლიდან მოღვაწეობს. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა იმარჯვა 16 შეხვედრაში, 5 ითამაშა ფერედ, 12 კი წააგო. სანიოლთან ერთად, ჩვენი ეროვნული გუნდი გავიდა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ფინალში, სადაც 11-მეტრიანების სერიაში საბერძნეთი იქნა დამარცხებული.