საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა არსენალი-ბაიერნის მატჩის წინ თავის ყოფილ გუნდზე Dpa-სთან ინტერვიუში ისაუბრა:
"საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატის ვერ მოგება და მთელი სეზონის განმავლობაში სირთულეების წინაშე გატარება, საუკეთესო რამ არის, რაც ბაიერნს შეიძლებოდა გადახდენოდა. რატომ? - ახლა ისინი დასხდებიან და ერთად გაანალიზებენ რა გაკეთდა არასწორად და რისი შეცვლა შეიძლება. როდესაც ბაიერნში დიდ გადაწყვეტილებებს იღებენ, ეს ხშირად გუნდზე დადებითად მოქმედებს.
ალბათ, მათ სჭირდებათ ახალი ფეხბურთელები, რომლებსაც ამ გუნდთან ერთად წარმატების მიღწევის მოტივაცია ექნებათ. მომდევნო სეზონში ისევ ძლიერ ბაიერნს ველოდები, ისეთ გუნდს, რომელიც ყველა ტურნირის მოგების ფავორიტი იქნება."
შეგახნსებეთ, რომ ვილი სანიოლი ბაიერნში 9 წლის განმავლობაში თამაშობდა, რა დროშიც 200-ზე მეტი მატჩის ჩატარება მოასწრო და არაერთი ტიტულის მოგებაც მოახერხა.