სანდრო ტონალის სიტუაცია უფრო დამძიმდა. ფეხბურთელს წინა წელს იტალიაში ფსონების განთავსების გამო 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ახლა კი ირკვევა, რომ ტონალი ფსონების განთავსებას ინგლისშიც აგრძელებდა, მას შემდეგ რაც ნიუკასლში გადაბარგდა.
საუბარია 2023 წლის 12 აგვისტოდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე, რა დროშიც ტონალიმ 50 ფსონის განთავსება მოასწრო.
სანდროს ამ გადაწყვეტილების გაპროტესტება 2024 წლის 5 აპრილამდე შეუძლია. თუ ფეხბურთელმა სასამართლოში საწინააღმდეგო ვერ დაამტკიცა, დიდი ალბათობით, მისი სასჯელი გახანგრძლივდება.