სანჩოს სახლში დაბრუნება და მეორე შანსი

ჯეიდონის დაბრუნებამდე "შავ-ყვითლებს" სერიოზული კრიზისი ჰქონდათ, კერძოდ, ზედიზედ 8 მატჩის განმავლობაში გამარჯვებას ვერ ახერხებდნენ, მათ ანგარიშზე 2 წაგება და 6 ფრე იყო.
"ჯეიდონის დაბრუნების გამო ყველანი ბედნიერები ვართ. ვარჯიშებზევე ეტყობა, თუ როგორ დაუბრუნდა ფეხბურთის თამაშის ხალისი. კარგია, რომ ჩვენთან ერთად არის და გუნდს წარმატების მიღწევაში ეხმარება" - აღნიშნავს ედინ ტერზიჩი, გუნდის მთავარი მწვრთნელი.







