ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, სადაც პსჟ ინტერს დაუპირისპირდება, კომენტარი პარიზელთა ერთ-ერთმა ლიდერმა უსმან დემბელემ გააკეთა.
"მთელ კლუბს გამარჯვება სწყურია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ლიგა მოვიგოთ. ჩემთვის ეს პირველი ჩემპიონთა ლიგის ფინალია, მინდა ამ მომენტით ვისიამოვნო. ფინალს ღიმილით და სრული კონცენტრაციით შევხვდები.
2025 წელს ძალიან კარგ ფორმაში ვიყავით, დიდი ძალისხმევა გავიღეთ ფინალამდე მოსასვლელად და იმედია, ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს. ვიცით, რომ ინტერის მოთამაშეები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ და დიდი ხანია ერთად თამაშობენ, მაგრამ ფინალში ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს.
ოქროს ბურთი? - როცა პსჟ-ს ფეხბურთელი ხარ, ინდივიდუალური ჯილდოებზე ფიქრს გუნდის წარმატებაზე ფიქრი სჯობს. სანამ თქვენ ჩემზე ფიქრობთ, მე გუნდსა და გამარჯვებაზე ვფიქრობ" - განაცხადა დემბელემ.








