საქართველოში სამხრეთ აფრიკის სრულუფლებიანი ელჩი, შუეიბ კასუ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ დავით კაჭარავასა და აღმასრულებელ დირექტორ ვასილ აბაშიძეს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემები საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის სარაგბო თანამშრომლობა, არსებული პარტნიორობა და მისი განვითარების ახალი შესაძლებლობები იყო.
საქართველოსა და სამხრეთ აფრიკას წლებია განსაკუთრებული და ძალიან მჭიდრო სარაგბო ურთიერთობა აკავშირებთ - შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ ურთიერთობის მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის სარაგბო სფეროში არსებული მჭიდრო კავშირს.












