პრემიერ ლიგის 24-ე ტურში ლივერპულმა სტუმრად ბორნმუთი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი მასპინძლების კარში მოჰამედ სალაჰმა გაიტანა. ეგვიპტელმა ფორვარდმა "ალუბლების" კარი აიღო ჯერ 11-მეტრიანით, შემდეგ კი ჩვეულ სტილშიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში "წითლების" ლიდერს უკვე 21 ბურთი დაუგროვდა.
მერსისაიდული გუნდის მე-11 ნომერი უახლოეს მდევარს, ერლინგ ჰოლანდს სამი გოლით უსწრებს. რაც შეეხება მის გუნდს, 56 ქულა, პირველი ადგილი და 9-ქულიანი ჰანდიკაპი მე-2 პოზიციაზე მყოფ ლონდონის არსენალთან.