გავლენიანი იტალიური გამოცემები ახალ ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ცნობილი ხდება, მიმდინარე სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს, ანტონიო კონტე დიდი ალბათობით ნაპოლის დატოვებს. მათი ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტსა და აურელიო დე ლაურენტისის შორის ურთიერთობა იდეალური არ არის და მხარეები თანამშრომლობის შეწყვეტას სერიოზულად განიხილავენ.
მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტი ნაპოლის დატოვებას გასული სეზონის დასრულების შემდეგაც გეგმავდა, თუმცა მაშინ მხარეებმა თანამშრომლობა გააგრძელეს. დღეს კი ირკვევა, რომ სიტუაცია დიდად არ შეცვლილა და კლუბში კვლავ დაძაბული გარემოა.
ზემოხსენებული წყაროები ანტონიო კონტეს წასვლას 100%-ით ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა დღევანდელი მოცემულობით მისი "პარტენოპეიში“ დარჩენის შანსები მინიმალურია. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, იტალიელი მწვრთნელის მომავალთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.








