თითქმის ყველა კლუბში, სადაც ჟოზე მოურინიო მუშაობდა, ძირითად შემთხვევაში საცხოვრებელ ბინას არ იღებდა და სასტუმროებში ბინავდებოდა ხოლმე.
ამასთან დაკავშირებით პორტუგალიელი სპეციალისტი სახალისო კომენტარს აკეთებს.
"საკუთარ სახლში რომ მარტო ვცხოვრობდე, ბედინერი არ ვიქნები. სახლი დასუფთავებული უნდა იყოს, მე კი ეს არ შემიძლია. ასევე, ვიღაცამ ტანსაცმელი უნდა დამიუთოვოს. მე უთოს გამოყენება არ ვიცი.
ასევე, უნდა მქონდეს საჭმელი. მხოლოდ კვერცხის და სოსისის შეწვა ვიცი, რაც საკმარისი არ არის. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სასტუმროში ყოფნა უმჯობესია, ისაა, რომ როცა ყავას ვითხოვ, ყოველთვის მიკეთებენ.
ძირითად შემთხვევაში, ჩემი საკუთარი სახლი არ მქონია. სასტუმროში ცხოვრება ამ 4 მიზეზის გამო ბევრად კომფორტულია", - განაცხადა ფენერბაჰჩეს ამჟამინდელმა თავკაცმა.