ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ბიშენტე ლიზარაზუმ, რომელსაც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩამდე აქვს ჩატარებული, ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა.
"მსოფლიო ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში მოგება წარმოუდგენელი შედეგია, ეს კი მხოლოდ ფაბიან რუსმა შეძლო და ვფიქრობ, ოქროს ბურთს იმსახურებს.
სადაც როდრიმ მოიგო, რატომ არ უნდა მოიგოს მან? - საოცარი სეზონი ჰქონდა, ტიტულები მოიგო და დიდი წვლილი შეიტანა.
ასევე ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ იამალს და კილიან მბაპეს, ოქროს ბურთის ფავორიტებად სწორედ ამ სამ მოთამაშეს დავასახელებ", - განაცხადა ლიზარაზუმ.












