შეჯიბრი 14 საათზე დაიწყება და 6 სხვადასხვა კლასიფიკაციაში გაიმართება: FWD - წინა ამძრავი, RWD - უკანა ამძრავი, AWD - კვადრო, RWD ატმო, A და B კლასი.
2024 წლის დრაგ რეისინგის ჩემპიონატის ორგანიზატორი არის BMW Club Georgia, სეზონის წარმდგენი betlive, ხოლო გენერალური სპონსორი - თბილისის მერია.
SMH Sports საქართველოს დრაგ რეისინგის სერიების მხარდამჭერია, ხოლო Goal.ge და LaGazzetta.ge - მედია პარტნიორი.









