დასრულდა ბრძოლა E ჯგუფშიც, სადაც სლოვაკეთი დაუპირისპირდა რუმინეთს, უკრაინა კი - ბელგიას.
რაც შეეხება სლოვაკეთისა და რუმინეთის შეხვედრას - ფრე, 1:1 დასრულდა. ონდრეი დუდას გოლს რაზვან მარინმა პენალტით უპასუხა.
უკრაინისა და ბელგიის შეხვედრაში დაფიქსირდა უგოლო ფრე, რაც ნიშნავს იმას, რომ ოთხივე გუნდმა 4 ქულა მოაგროვა.
ნაკრებების სატურნირო მდგომარეობა გადანაწილდა შემდეგნაირად: პირველი ადგილით პლეიოფში გადის რუმინეთი, მეორე ადგილით - ბელგია.
მესამე ადგილზე არის სლოვაკეთი, რომელიც ასევე ითამაშებს 1/8 ფინალში. უკრაინა კი ტურნირს დაემშვიდობა.