მანჩესტერ იუნაიტედის უიღბლობა გრძელდება — როგორც ირკვევა, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა
ამად დიალომ უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც ფეხბურთელი ამ სეზონში, დიდი ალბათობით, თამაშს ვეღარ შეძლებს. რუბენ ამორიმმა წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა, რაც "წითელ ეშმაკებს" საქმეს კიდევ უფრო გაურთულებს.

ამად დიალომ ტერფის დაზიანება ბოლო ვარჯიშზე მიიღო. არის შანსი 22 წლის ფეხბურთელს ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდეს.
კოტ-დ'ივუარელმა ვინგერმა ამ სეზონში 36 მატჩის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
შეგახსენებთ, მანჩესტერ იუნაიტედს სხვა ტრავმირებულ ფეხბურთელებიც ჰყავს: კობი მეინუ, ლისანდრო მარტინესი, მეისონ მაუნტი, ლუკ შო, ალთაი ბაინდირი, მანუელ უგარტე, ჯონი ევანსი.