3 თებერვალს, პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანო რონალდუს სრული ინტერვიუ გამოქვეყნდება, სადაც ის სხვადასხვა თემაზე საუბრობს.
ამ ინტერვიუს ამონარიდიდან კი ვხვდებით რონალდუს გულახდილ საუბარს თავის ხასიათსა და ემოციურობაზე.
"ხშირად, ემოციებს ვაჭარბებ, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ. ბოლო დროს, ისევ ისეთი მოტივირებული ვარ, როგორც ადრე და ვაპირებ, მეტი სულისკვეთება გამოვავლინო, ოღონდ ემოციების ბალანსით.
ამის გამო, ჩემი შვილებიც კი მსაყვედურობენ ხოლმე. წაგება ბავშვობიდანვე მეზიზღებოდა. როცა ვტიროდი, დამცინოდნენ. გაბრაზებით ვტიროდი, მაგრამ პარალელურად შეცდომებზე ვსწავლობდი და ამან უკეთესი გამხადა.
ჩემი შვილი იმასაც მეუბნება, რომ მბაპე ჩემზე უკეთესი ფეხბურთელია, ასეთ დროს მას მოვუწოდებ, შეამოწმოს თუ ვის აქვს მეტი გოლი გატანილი", - განაცხადა რონალდუმ.