მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ ეროვნული ნაკრების შეკრება დატოვა, პორტუგალიის ახალი ცხრიანი მილანის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, გონსალუ რამუში გახდა. 25 წლის ფეხბურთელმა კი ყველანაირ წნეხს გაუძლო და საოცარი მატჩები ჩაატარა.
რამუშმა ბოლო 3 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია.
პორტუგალიური პრესა კი მილანის ფორვარდის კარგ თამაშს ეხმაურება.
"მას ნდობა სჭირდებოდა, რომელიც ჟორჟე ჟეზუშმა გამოუცხადა. ის გოლეადორია და კიდევ უფრო ბევრ გოლს გაიტანს"
"ეს მხოლოდ დასაწყისია. რამუში მხოლოდ ახლა იწყებს და ის გაჩერებას არ აპირებს"
"პორტუგალიას არასდროს წაუგია მატჩი, რომელშიც გონსალუ რამუშს გოლი აქვს გატანილი!"

"რონალდუზე საუბარი საკმარისია, ნაკრებს ახალი ფორვარდი ჰყავს, რომელიც ყოველ მატჩში გოლს იტანს"
"რამუშმა დაამტკიცა, რომ მილანმა მასში €74 მილიონი ტყუილად არ გადაიხადა"

















