პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა მედიასთან კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
"თუ კრიშტიანუ რონალდუ დაბრუნებას მოისურვებს, ის მომდევნო სანაკრებო პაუზაზე აუცილებლად იქნება გამოძახებული. ეს მისი გადაწყვეტილებაა. მე მზად ვარ, ის გამოვიძახო, თუ ალ ნასრში ითამაშებს. კრიშტიანუ რონალდუ თავად გადაწყვეტს, რისი გაკეთება სურს, ეს მე არ გადამიწყვეტია. გადაწყვეტილებას ის იღებს.
კრიშტიანუსთან დაკავშირებით ცუდი გრძნობები არ არსებობს. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მარტივად მოგვარება შეიძლება. ჩემთვის ყველაფერი ღიაა. კრიშტიანუმ თავად უნდა გადაწყვიტოს, რისი გაკეთება სურს საკუთარ ცხოვრებაში. ეს გაუგებრობა იყო და, ჩემი აზრით, ამ სიტუაციის მოგვარება შესაძლებელია.
ჩემი აზრით, ერთწლიანი მეგობრობა ერთ ისეთ სიტუაციას არ უნდა გადააყოლო, რომლის გაგებაც რთულია. უბრალოდ, ეს ასე მოხდა. უბრალოდ, ეს კრიშტიანუ იყო და, ალბათ, სამართლიანადაც, რადგან ის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ შეიქმნა მთელი ეს ამბავი გახურებასა და არგახურებაზე, მოედანზე შესვლასა და არ შესვლაზე. დღეს რამდენი ფეხბურთელი გახურდა და მოედანზე არ შესულა? რამდენი? მათგან რომელიმესთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნება? არა“.

















