ტურინის იუვენტუსის ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი გაიხსენა. ვეტერანმა "კიპერმა" აღნიშნა, რომ პორტუგალიელი ფორვარდის მოსვლით, "ბებერმა ქალბატონმა" თავისი დნმ დაკარგა. ყოფილი იტალიელი კარის დარაჯი ამით ხსნის იმ ფაქტს, რომ "ბიანკონერიმ" ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა ვერ მოახერხა.
"იუვენტუსის ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის მოგების ძალიან კარგი შანსი მაშინ, როდესაც გუნდში რონალდუ მოვიდა. იმ დროს ვთამაშობდი პარის სენ-ჟერმენში და არ ვიცოდი, თუ რა ხდებოდა ტურინში, რასთან იყო კავშირში გუნდის მორიგი წარუმატებლობა. იქ დაბრუნების შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
კრიშტიანუს მოსვლით, "ბებერმა ქალბატონმა" დაიმატა უძლიერესი თავდამსხმელი, თუმცა დაკარგა თავისი დნმ. არაფერი მაქვს მისი საწინააღმდეგო, პირიქით, სწორედ მან შთამაგონა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია", - განაცხადა "ბიანკონერის" ყოფილმა კარის დარაჯმა პორტუგალიელი ფორვარდის შესახებ.