ინტერნეტ სივრცეში კვლავ აქტუალურია ფრაზა, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონმა 2015 წელს ლიონელ მესის მისამართით გააჟღერა. ლეგენდარულმა შოტლანდიელმა სპეციალისტმა არგენტინელ ფლეიმეიქერზე წინ დააყენა კრიშტიანუ რონალდუ და აღნიშნა, რომ მისი ყოფილი შეგირდი ბევრად უფრო მრავალფუნქციური მოთამაშეა.
"რონალდუ არ დაიკარგებოდა ქუინს პარკ რეინჯერსში, მილუოლსა და დონკასტერშიც კი. მეტიც, ის ჰეთ-თრიკსაც შეასრულებდა. მეეჭვება, რომ მესი იგივეს გამეორებას შეძლებდა. კრიშტიანუ ორივე ფეხით თამაშობს თანაბრად, ის სწრაფია, ეფექტურია ჰაერში და გაბედული. ლეოც გაბედულია, მაგრამ ის ყოველთვის ბარსელონას მოთამაშეა...თუ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ.
ასევე მეეჭვება, რომ არგენტინელი შემტევი გაიბრწყინებდა წვიმიან ღამეს სტოკში", - აცხადებდა მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მწვრთნელი, 2015 წელს. ფერგი გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ პორტუგალიელი ფორვარდისგან განსხვავებით, "ბლაუგრანას" ყოფილ ფლეიმეიქერს უჭირდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მაგრამ ფაქტია, რომ მომავალში სრულიად საპირისპირო სურათი ვიხილეთ.