მანჩესტერ იუნაიტედმა კარინგტონის სამწვრთნელო ბაზა განაახლა. კლუბს ეს ყველაფერი 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. შეგახსენებთ, 3 წლის წინ, "წითელი ეშმაკების" ბაზა მწვავედ გააკრიტიკა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც აღნიშნა, კლუბი ინფრასტრუქტურის მხრივაც ჩამორჩა დროს.
პორტუგალიელი თავდამსხმელის თქმით, კარინგტონში მას ყველაფერი დახვდა ზუსტად ისე, როგორც იყო 2009 წელს, როდესაც ის ალექს ფერგიუსონის გუნდს ტოვებდა. როგორც ვხედავთ, ალ-ნასრის კაპიტნის კრიტიკამ შედეგი გამოიღო, ამიერიდან კლუბს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ბაზა ექნება.
"Manchester United"
— Tendencias en Deportes (@TendenciaDepor) August 8, 2025
Porque renovaron su centro de entrenamiento en Carrington y así es como luce ahora con una inversión de más de 50 millones de libras. No ganan nunca pero qué pedazo de centro de entrenamiento que tienen los hijos de re mil putas.
pic.twitter.com/Z2xc4PZFLR












