ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ რონალდინიო გაუჩოს გვერდით გატარებული პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფორვარდი და ესპანელი შუახაზელი, 2001/2002 წლებში, პარის სენ-ჟერმენში, ერთად თამაშობდნენ. ფრანგულ კლუბში ისინი ოთახის მეზობლები იყვნენ.
"მე და რონალდინიო წელიწადნახევრის განმავლობაში ოთახის მეზობლები ვიყავით. იმ დროს, ის ჯერ კიდევ არ იყო ლეგენდარული ფეხბურთელი, მაგრამ გაუჩო საოცრად ნიჭიერი ჩანდა. როდესაც ის ჩამოვიდა, სამუშაო ვიზაც კი არ ჰქონდა. საფრანგეთში ყოფნის ნებართვის მოსაპოვებლად ის 3 თვე იცდიდა.
ბრაზილიელი შემტევი ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც შეცვალა როგორც ბარსელონას, ისე პარის სენ-ჟერმენის ისტორია. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ კატალონიური კლუბი და პსჟ იმ დროს კრიზისში იყვნენ. არავინ მინახავს მსგავსი ნიჭით დაჯილდოვებული მოთამაშე", - განაცხადა "მეთოფეების" დამრიგებელმა.