ევროპის ტოპ 5 ლიგაში სეზონი დასრულდა და შეგვიძლია შეჯამების სახით ვისაუბროთ იმ გუნდების შესახებ, რომლებმაც ყველაზე მეტი ქულა მოაგროვეს. პირველ პოზიციაზე არის მადრიდის რეალი, რომელმაც 38 ქულა მოაგროვა. ერთი ქულით ნაკლები აქვს მილანის ინტერს, სამეულს კი 91 ქულით მანჩესტერ სიტი ხურავს.
შემდეგ მოდის დაუმარცხებელი ლევერკუზენის ბაიერი, რომელმაც მოაგროვა 90 ქულა, თანაც 34 შეხვედრაში. კიდევ ერთი გუნდი ათეულში 34-თამაშიანი სეზონით არის პარის სენ-ჟერმენი, რომელიც 76 ქულით მადრიდის ატლეტიკოსთან 9-10 პოზიციებს იყოს. სრული ათეული კი გამოიყურება ასე:
1. მადრიდის რეალი - 95 ქულა
2. მილანის ინტერი - 94 ქულა
3. მანჩესტერ სიტი - 91 ქულა
4. ლევერკუზენის ბაიერი - 90 ქულა
5. ლონდონის არსენალი - 89 ქულა
6. ბარსელონა - 85 ქულა
7. ლივერპული - 82 ქულა
8. ჟირონა - 81 ქულა
9. პარის სენ-ჟერმენი - 76 ქულა
10. მადრიდის ატლეტიკო - 76 ქულა