ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი დასრულდა, წინ კი 1/4 ფინალური მატჩები გველოდება. ამასობაში, ჩემპიონატები მომდევნო სეზონში დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ — განახლებულ რეიტინგში, საუკეთესო შედეგი კვლავ ინგლისს აქვს - 24.250 ქულა. ფაქტობრივად უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ მომდევნო სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე, პრემიერ ლიგიდან 5 გუნდი იქნება წარმოდგენილი.
რეიტინგში მეორე ადგილზე, 21.678 ქულით, ესპანეთია (მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციას კი იტალია იკავებს, კერძოდ 19.938 ქულით. იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთიდან, სამივე ევროტურნირზე 4 გუნდია შემორჩენილი, ხოლო იტალიიდან 3, დიდია იმის ალბათობა, რომ მომდევნო სეზონში სწორედ ლა ლიგას ეყოლება 5 გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე.
დანარჩენი ქვეყნების ქულები ბოლო განახლებით ასე გამოიყურება:
ქულების დათვლა უეფას სამივე ტურნირზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება. ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დიდი შანსია ცხრილში სიტუაცია შეიცვალოს.