ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი დასრულდა, წინ კი 1/8 ფინალის წილისყრა გველოდება. ამასობაში, ჩემპიონატები მომდევნო სეზონში დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ — განახლებულ რეიტინგში, საუკეთესო შედეგი კვლავ ინგლისს აქვს - 20.892 ქულა. რეიტინგში მეორე ადგილზე, 19.035 ქულით, ესპანეთია (მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციას კი იტალია იკავებს, კერძოდ 18.187 ქულით.
დანარჩენი ქვეყნების ქულები ბოლო განახლებით ასე გამოიყურება:
ქულების დათვლა უეფას სამივე ტურნირზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება. ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დიდი შანსია ცხრილში სიტუაცია შეიცვალოს.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წილისყრა დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ევროპა ლიგას, წილისყრა 16:00 საათზე, ხოლო კონფერენს ლიგა 17:00 საათზე დაიწყება.