ლეგენდარულმა რომარიო ფარიამ საფეხბურთო კარიერა 58 წლის ასაკში განაახლა. ის დაიცავს რიო-დე-ჟანეიროს კლუბ ამერიკას ღირსებას, რომლის პრეზიდენტი თავად ვეტერანი ბრაზილიელი ფორვარდი არის. "რუბრო კარიოკა" ამ მომენტისთვის გამოდის რიოს შტატის ჩემპიონატის რანგით მე-2 დივიზიონში.
ბარსელონას ყოფილ თავდამსხმელს მინიმალური ხელფასი ექნება, რომელსაც ის "წითლებს" შემოწირულობის სახით დაუბრუნებს. თავად შემტევმა თავისი გადაწყვეტილება შემდეგნაირად განმარტა: "მზად ვარ დავეხმარო ჩემს საყვარელ კლუბს, ამერიკას, რამდენიმე მატჩში. ამის გარდა, ძალიან მინდა ჩემი შვილის, რომარინიოს გვერდით თამაში", - განაცხადა 58 წლის ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა მეთერთმეტე ნომერმა მსგავსი რამ გააკეთა 2009 წელს და ამერიკას შემადგენლობაში ერთი შეხვედრა ჩაატარა. რომარიო პირველ რიგში ცნობილია თავისი შთამბეჭდავი სტატისტიკით: 963 მატჩი, 745 გატანილი ბურთი. რაც შეეხება მის ევროპულ კარიერას, კატალონიური კლუბის გარდა, ბრაზილიელ ფორვარდს პსვ ეინდჰოვენსა და ვალენსიაში უთამაშია.