ოქტომბრის სანაკრებო პაუზა დასრულდა, ქართველი ფეხბურთელები კი საკუთარ კლუბებში დაბრუნდნენ. საბედნიეროდ უკრაინასთან და ალბანეთთან ჩატარებულმა შეხვედრებმა ტრავმების გარეშე ჩაიარა, თუმცა ამის მიუხედავად, გასარკვევი იყო ზურიკო დავითაშვილის მდგომარეობა ალბანეთთან მატჩის შემდეგ.
23 წლის ფეხბურთელი ალბანეთთან შეხვედრაში ბოლო წუთებზე შეცვალეს, რა დროსაც ზურიკოს მოედანზე გადაადგილება უჭირდა. საბედნიეროდ დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდა და როგორც გაირკვა, ფეხბურთელს მხოლოდ კუნთების დაჭიმულობა და გადაღლილობა აღენიშნებოდა. შესაბამისად, დავითაშვილი ლიგა 1-ის მომდევნო ტურში სათამაშოდ მზად იქნება. მისი სენტ-ეტიენი 19 ოქტომბერს საკუთარ კედლებში ლანსს დაუპირისპირდება.
სენტ-ეტიენმა ახალი სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყო, თუმცა ბოლო ტურში დავითაშვილმა ოსერს ჰეთ-თრიკი შეუსრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში 3 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. "მწვანეები" 7 ტურის შემდეგ, 7 ქულით, მე-13 პოზიციას იკავებენ.
La Gazzetta Georgia-ს გათამაშება გრძელდება — გამოიცანი, რომელ წუთზე გავა მატჩში პირველი გოლი და მოიგე შენთვის სასურველი საფეხბურთო კლუბის მაისური! მიმდინარე კვირის მატჩი: ლივერპული vs. მანჩესტერ სიტი. წესები საკმაოდ მარტივია: - გაიარეთ რეგისტრაცია LaGazzetta.ge-ზე; - დააფიქსირეთ…
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიოანტზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. -100 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ილია სულამანიძე გახდა — 25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. საქართველოს ნა…
არგენტინის ნაკრების მაისური ათიანით ზურგზე ლიონელ მესის აღარ ეკუთვნის. როგორც ვიცით, ლეგენდარულმა შემტევმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა. გავიხსენოთ "ალბისელესტეს" ყველა მე-10 ნომერი, 1950-იანი წლების მე-2 ნახევრიდან - დღემდე. შეგახსენებთ იმასაც, რომ ინტერ მაიამის ამჟამინდელი კაპ…
იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, ფროსინონეს ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის მიმართ ინტერესი განჩდა. მისი შეძენით რომა და მისი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ინტერესდება, რაზეც იტალიური La Gazzetta Dello Sport წერს. "კვერნაძე - ახალი კვარაა -…
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მორიგ ბრძოლამდე ორი კვირაზე ნაკლები დრო რჩება. სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელმა რუსმა ჩემპიონმა დაახასიათა რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის ქართველი მოწინააღმდეგეც, რომელსაც "გაფუჭებული მანქანა" უწოდა. "რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ვადამდე…
11 ოქტომბერს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან ლას ვეგასში გაიმართება UFC Fight Night-ი, რომლის მეინ ქარდს ოთარ თანზილოვისა და მალკოლმ უელმეიქერის ჩხუბი გახსნის. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული დუელისგან. ოთარ თანზილოვის UFC-ში პირველი გამარჯვების მოლოდინში თანზილოვის დებიუტი…
ინტერის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ცნობილი ხდება, კერტის ჯონსმა ბოლო ვარჯიშზე კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც ინგლისელი ფეხბურთელი გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. იტალიური პრესის ინფორმაციით, ჯონსი 4-დან 5 კვირამდე იუქმებს, რის შემდეგაც გუნდთ…