ინგლისის პრემიერ ლიგაში გამართული მატჩი ბრაიტონსა და ლივერპულს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ამ შეხვედრაში მერსესაიდელთა კარს ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავდა.
მარცხთან ერთად, მამარდას ბევრი საქმე ჰქონდა და 2 გაშვებული ბურთის გარდა, მან 4 სეივი გააკეთა.
ბრაიტონის წინააღმდეგ მამარდაშვილმა 6.5 შეფასება მიიღო. 31 ტურის შემდეგ ლივერპულს 49 ქულა აქვს და მე-5 პოზიციას იკავებს.

![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)










