ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ვერც ამ მატჩში შეძლო გოლის გატანა და მიმდინარე ერთა ლიგაზე მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს.
ჩვენი ნაკრების მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება ლაშა დვალმა დაიმსახურა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი 9.3 შეფასებით დომინიკ სობოსლაი გახდა.












