ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გააკეთეს და მარცხის მიზეზებზე ისაუბრეს.
ლაშა დვალი:"ჩემი აზრით, არ დავაკელით და მომენტებიც გვქონდა, რისი რეალიზებაც შეიძლებოდა, თუმცა არ გამოვიდა. მთავარი ის არის, რომ მაქსიმუმი გავაკეთეთ და ეს მაქსიმუმის კეთება მომავალში შედეგში გადაიზრდება. 6-7 თამაშია მოგებას ვერ ვახერხებთ და რთული პერიოდი გვიდგას, ვიცით, რომ ჩვენი მოსატრიალებელია, ბიჭები მენტალურად კარგად ვართ და ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს"
გიორგი კვერნაძე: "ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო შეტევის ხაზი გვყავს, უბრალოდ არ გვიმართლებს და იმედია, მალე გამართლებაც იქნება. რთული პერიოდია და ერთიანობით და რწმენით უნდა გავიმეოროთ ის შედეგები, რასაც საქართველოს ნაკრებმა 2 წლის წინ გაიმეორა. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს და მადლობა მხარდაჭერისთვის. აუცილებლად მოვა ის დრო, როცა მათ კვლავ გავახარებთ."
საბა გოგლიჩიძე: "პასუხი არის ერთი - აღმასვლას ყოველთვის მოსდევს დაღმასვლა და შემდეგ ისევ აღმასვლა. ეს აღმასვლა კი აუცილებლად უნდა დაიწყოს ჩრდ.ირლანდიასთან გასვლითი მატჩით. მოგების გარდა სხვა ფიქრი არ არსებობს. უნდა ჩავიდეთ და მოვიგოთ, თორემ ამ ჯგუფში ყველაფერი დასრულებული იქნება"











