2026 წლის ფორმულა 1-ის სეზონი განსხვავებული იქნება როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე გუნდების რაოდენობითაც — გრიდზე 10-ის ნაცვლად 11 გუნდი იქნება წარმოდგენილი.
დღევანდელი მონაცემებით, 22 მრბოლელიდან 18-ის ვინაობა უკვე გარკვეულია და მხოლოდ 4 ვაკანტური ადგილია დარჩენილი. თითო რედ ბულში და ალპინში, ხოლო ორი რეისინგ ბულსში.
ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის სასტარტო გრიდი დღევანდელი მონაცემებით
The 2026 grid is starting to take shape 👀
— Formula 1 (@F1) October 15, 2025
Only four pieces of the puzzle remain! 🧩#F1 pic.twitter.com/C3p1E7CLtN
შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ში ჰიბრიდული ერა სრულდება და 2026 წლიდან ბოლიდი სრულად შიდა წვის ძრავით იქნება აღწურვილი. სეზონი კი სტარტს 8 მარტს აიღებს და 6 დეკემბერს დასრულდება.












