დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
მატჩის წინ კომენტარი უნგრეთის ნაკრებისა და ლივერპულის ფეხბურთელმა მილოშ კერკეზმა გააკეთა.
"საქართველოს ნაკრებს ორი შესანიშნავი მოთამაშე ჰყავს - კვარაცხელია და მიქაუტაძე, თუმცა გუნდურადაც ძლიერები არიან და მებრძოლი ხასიათი აქვთ."
"როგორ შევაჩეროთ ეს ორი ფეხბურთელი? - ამ დუეტის წინააღმდეგ დაცვაში სათანადო ბალანსია საჭირო და დიდი ყურადღება, რადგან მათ კომბინაციური თამაში კარგად იციან."
ამასთან ერთად, კერკეზი გეგმავს, რომ თამაშის წინ თავის ლივერპულელ თანაგუნდელს, გიორგი მამარდაშვილსაც გაესაუბროს და ვარაუდობს, რომ მატჩი ფიზიკურად მძიმე იქნება.
"ძლიერები უნდა ვიყოთ ორთაბრძოლებში და მეორე ბურთების მოპოვებაში; რაც შეეხება ყვითელ ბარათებს - ვნახოთ. პირადად მე, ეს ყველაზე მეტად არ მაღელვებს; რა თქმა უნდა, თითოეულ ორთაბრძოლაში ბოლომდე დავიხარჯები და იგივეს ველოდები სხვებისგანაც“. - განაცხადა კერკეზმა.












