პსჟ-ს ფეხბურთელს ჟოაო ნევეშს ლივერპულთან მატჩის წინ ჰკითხეს, თუ როგორ უნდა შეაჩეროს მისმა გუნდმა ლივერპულის მთავარი ლიდერი მოჰამედ სალაჰი.
"ჩემი აზრით, მსგავსი ტიპის შემტევების შეჩერების ერთ-ერთი გზა ის არის, რომ ბურთი ჩვენ გვქონდეს. თამაშს უნდა ვაკონტროლებდეთ და ჩვენი ინდივიდუალისტების იმედი გვქონდეს.
ჩემპიონთა ლიგა არც თუ ისე კარგად დავიწყეთ, ცუდად არ ვთამაშობდით, უბრალოდ გოლს ვერ ვიტანდით, ახლა ესეც გამოსწორდა და ვფიქრობ, მათზე უკეთესი გუნდიც ვართ", - განაცხადა ნევეშმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი პსჟ-სა და ლივერპულს შორის ხვალ, 5 მარტს გაიმართება.