მადრიდის რეალმა წინასასეზონო შეკრებაზე ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, მილანსა (0:1) და ბარსელონასთან (1:2). 7 აგვისტოს ღამეს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩის ფარგლებში, "სამეფო კლუბი" ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდება. კილიან მბაპე ჯერ არ გამოჩენილა მოედანზე თავისი ახალი გუნდის მაისურით და ის არც "არისტოკრატებთან" იქნება.
ისმის კითხვა - როდის შედგება ფრანგი თავდამსხმელის დებიუტი "ბლანკოსში"? აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა კარლო ანჩელოტიმ, რომლის განცხადებითაც, მისი გუნდის ახალწვეული ფორვარდის დებიუტი 14 აგვისტოს შედგება, უეფას სუპერთასზე, ბერგამოს ატალანტას წინააღმდეგ. იტალიელი სპეციალისტის კომენტარი ასეთია:
"როდის ითამაშებს მბაპე? - უეფას სუპერთასის შეხვედრაში ის აუცილებლად იქნება. რეალის განკარგულებაში ბელინგემიც დაბრუნდება. ორივე ფეხბურთელი თამაშისთვის მზად არის", - განაცხადა მადრიდელთა სპეციალისტმა. ფრანგი და ინგლისელი შემტევები გუნდს 7 აგვისტოს, "ლა დეასთან" მატჩამდე ერთი კვირით ადრე შეუერთდებიან.