მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, მოქმედმა ჩემპიონმა, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ალჟირი 3-0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში სამივე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა და მუნდიალის ბომბარდირთა დავაში მიროსლავ კლოზეს (16 გოლი) გაუთანაბრდა. მატჩის შემდეგ, არგენტინელმა ვარსკვლავმა კომენტარი გააკეთა.
"ფეხბურთი თამაში მიყვარს — ეს ჩემი გატაცებაა ბავშვობიდან და როდესაც კარგ ფორმაში ვარ, მოედანზე ყველაფერს ვაკეთებ. ეს ჩემთვის მე-6 მსოფლიო ჩემპიონატია და კვლავ ვგრძნობ, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ. მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩის მოგება არასდროს არის მარტივი და ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავიმარჯვეთ."
"პირველი გოლის შემდეგ ვიტირე, მაგრამ ეს ემოციები ფეხბურთთან არ იყო დაკავშირებული — რთული დღეები გამოვიარე და მადლობელი ვარ მთელი გუნდის, რომელიც გვერდით მედგა ამ პერიოდში და ძალას მაძლევდა" — ლიონელ მესი.












