რაფინია ბელოლიმ ბარსელონას შემადგენლობაში კვლავ გაიბრწყინა. ვარსკვლავურმა შემტევმა ამჯერად აიღო ლისაბონის ბენფიკას კარი და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ბრაზილიელ ვინგერს უკვე 11 გოლი დაუგროვდა. ის გახდა პირველი მოთამაშე "სელესაოდან", რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 10 ბურთზე მეტი გაიტანა.
საუკეთესო შედეგი აქამდე ჰქონდა შემდეგ ხუთეულს - რივალდო ფერეირა, მარიო ჟარდელი, რიკარდო კაკა, ნეიმარ ჟუნიორი, რობერტო ფირმინო. თითოეულმა მათგანმა ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გაიტანა 10 ბურთი, "ბლაუგრანას" ვინგერმა კი ბრაზილიელ მოთამაშეებს შორის ახალი ისტორია დაწერა.
იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიური გუნდი გავიდა მეოთხედფინალში და წინ აქვს კიდევ მინიმუმ ორი შეხვედრა, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ 28 წლის ვინგერმა თავისი უნიკალური მიღწევა კიდევ უფრო გააუმჯობესოს. შეგახსენებთ იმასაც, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრების" მეტოქე 1/4 ფინალში დორტმუნდის ბორუსია - ლილს შორის მოგებული იქნება.