60 წლის სპეციალისტი ლორან ბლანი, რომელიც საფრანგეთის ნაკრებს 12 წლის განმავლობაში წვრთნიდა, ზინედინ ზიდანზე საუბრიბს.
მოგეხსენებათ, ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დღეს ოფიციალურად დაინიშნება.
"ზიდანისთვის ეს დიდი წნეხი იქნება, რადგან საფრანგეთს გამორჩეული თაობა ჰყავს, საოცარი ფეხბურთელებით და მისი მიზანი ამ ფეხბურთელების გაბრწყინება იქნება.
ბევრი ამბობს, რომ ზიდანისთვის ეს რთული იქნება, მაგრამ რით უნდა გავაკვირვოთ ის? - ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული რეალთან ერთადგგონიათ, რომ ეს მისთვის შეუძლებელი იქნება?
ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში თავის კვალს დატოევბს", - განაცხადა ბლანმა.











