"ჩვენი გეგმა ფიჯის წინააღმდეგ იყო, რომ შანსი არ მიგვეცა ბურთის დაჭერის მომენტში, მაგრამ ვერ შევძელით. პირველი ტაიმი ბევრად უკეთესი იყო მეორესთან შედარებით, მეტოქეს ჩვენს ნახევარზე გადმოსვლა შევუზღუდეთ, შესაბამისად, მეტი ქულის მოპოვება შევძელით, მეორე ნახევარში ფიჯის მეტი შანსი მივეცით. ჩვენ, მოედანზე მოსაგებად გამოვედით და შეგვეძლო კიდეც მოგება. დღეს დავისვენებთ, ხვალ იაპონიაში მივფრინავთ, მორიგ თამაშზე ვფოკუსირდებით, იაპონელები სწრაფ თამაშს თამაშობენ და ძლიერი მწვრთნელი ჰყავთ.
რაც შეეხება მერაბ შარიქაძეს, მას გუნდთან ყოფნა არ შეეძლო და ამის გამო ვერ მოხვდა შემადგენლობაში. ამ ეტაპისთვის, ამაზე საუბარი კონფიდენციალურია და როცა შემეძლება აუცილებლად ვისაუბრებ. რამდენიმე ტრავმირებული მორაგბე სამედიცინო პროცედურას გადის და რეაბილიტაციის შემდეგ, გუნდს დაუბრუნდებიან," - განაცხადა რიჩარდ კოკერილმა.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი ირაკლი ტყემალაძე









