პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ – J2) ფინალში იასპარეზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დელეგაციას მე-8 მედალი გარანტირებული აქვს.
ჩიკოიძემ ნახევარფინალში ყაზახ შუკურბეკოვს იპონით მოუგო, მეოთხედფინალში კი ინდონეზიელ ტონი რიკარდო მანტოლასს სძლია. ქართველი ფინალში თურქ იბრაჰიმ ბოლუქბასის დაუპირისპირდება.



















