ჟოაუ კანსელუ გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, ვინც ევროპის ტოპ ხუთი ლიგიდან ოთხის ჩემპიონი გახდა. მისი მონაგარი ასეთია - პრემიერ ლიგა სიტიში, ლა ლიგა ახლახანს, ბარსელონაში, სერია ა იუვენტუსში და ბუნდესლიგა ბაიერნში. უკვე ხუმრობენ იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი ფლანგელი სრული კოლექციისთვის პარის სენ-ჟერმენში უნდა გადავიდეს.
კატალონიური გუნდის განაპირა მცველის მიღწევა მართლაც უნიკალურია, თუმცა არსებობს ოთხი მოქმედი ფეხბურთელი, ვისაც თეორიულად, მისი რეკორდის გამეორება ან მოხსნა შეუძლია. აღნიშნულის ალბათობა საკმაოდ მცირეა, იმის გათვალისწინებით, რომ ოთხივე მათგანი უკვე ევროპის ფარგლებს გარეთ თამაშობს.
საუბარია კრიშტიანუ რონალდუს, არტურო ვიდალის, დანილო ლუიზ და სილვასა და კინგსლი კომანის შესახებ. თუ პირველი სამი ხსენებული მოთამაშე არის კარიერის ფინიშზე, ფრანგი ვინგერი სულ რაღაც 29 წლისაა და ცხადია, დიდ ფეხბურთში ქამბექის შანსსაც ინარჩუნებს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ალ ნასრის გარემარბი "ბლაუგრანას" მე-2 ნომრის მიღწევის გამეორებას.
მოქმედი ფეხბურთელები, რომლებიც ტოპ 5 ლიგიდან მინიმუმ 3-ის ჩემპიონები გახდნენ
| ჟოაუ კანსელუ | 4 | პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია ა, ბუნდესლიგა | მან სიტი, ბარსელონა, იუვენტუსი, ბაიერნი |
| კრიშტიანუ რონალდუ | 3 | პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია ა | მან იუნაიტედი, რეალი, იუვენტუსი |
| არტურო ვიდალი | 3 | ლა ლიგა, სერია ა, ბუნდესლიგა | ბარსელონა, იუვენტუსი/ინტერი, ბაიერნი |
| დანილო ლუიზ და სილვა | 3 | პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია ა | მან სიტი, რეალი, იუვენტუსი |
| კინგსლი კომანი | 3 | სერია ა, ბუნდესლიგა, ლიგა 1 | იუვენტუსი, ბაიერნი, პსჟ |








