ფორმულა 1-ის მოქმედი ჩემპიონი, რედ ბული ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. ავსტრიულმა გუნდმა ახალი ბოლიდი RB20 წარადგინა.
"მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ყველაზე სწრაფები ვიყავით, ახალ ბოლიდში ინჟინრებმა ბევრი დეტალი შეცვალეს და ეს მიდგომა ძალიან მომწონს. არ მინდოდა, რომ იგივე ბოლიდი დარჩენილიყო და მხოლოდ მცირე შესწორება შეეტანათ. ყველა პოზიტიურად ვართ განწყობილები და მოუთმენლად ველოდები ტრასაზე გასვლას" - მაქს ვერსტაპენი.
"ჩემი მთავარი მიზანი მთელი სეზონის განმავლობაში თანმიმდევრულობის შენარჩუნება იქნება. ვფიქრობ, ჩემპიონობის კარგი შანსი გვექნება წელსაც. ყველამ იცის, რომ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლოს მეწურება და კარგი სეზონის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი შემოთავაზება მექნება" - სერხიო პერესი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს რედ ბულმა 22-დან 21 რბოლა მოიგო და კონსტრუქტორთა პაექრობაში 860 ქულა დააგროვა. მაქს ვერსტაპენის ანგარიშზე 575 ქულა იყო, ხოლო სერხიო პერესმა გუნდს 285 ქულა შემატა. ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონი 2 მარტს, ბაჰრეინში დაიწყება და 8 დეკემბერს, აბუ დაბიში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ წელს სარეკორდო, 24 რბოლა გაიმართება.