2024 წლის ფორმულა 1-ის მეორე რბოლა, რომელსაც საუდის არაბეთმა უმასპინძლა, მოქმედი ჩემპიონის, მაქს ვერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.
საუდის არაბეთის გრან პრიზე, მეორე ადგილი ვერსტაპენის მექსიკელმა თანაგუნდელმა, სერხიო პერესმა დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე, ფერარის მონეგასკი პილოტი, შარლ ლეკლერი გავიდა.
საუდის არაბეთის გრან პრის ათეული:
1) მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 25 ქულა;
2) სერხიო პერესი (რედ ბული) - 18 ქულა;
3) შარლ ლეკლერი (ფერარი) - 15 ქულა;
4) ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 12 ქულა;
5) ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) - 10 ქულა;
6) ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 8 ქულა;
7) ოლივერ ბირმანი (ფერარი) - 6 ქულა;
8) ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 4 ქულა;
9) ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 2 ქულა;
10) ნიკო ჰულკენბერგი (ჰაასი) - 1 ქულა;
ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის მესამე რბოლა 24 მარტს, ავსტრალიაში გაიმართება.