ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის შემდეგ, კომენტარი გააკეთა დორტმუნდის ბორუსიას მთავარმა მწვრთნელმა, ედინ ტერზიჩმა.
"ვიმსახურებდით უფრო მეტს, ვიდრე 0:2-ით წაგებას. პირველივე წამიდან ვაჩვენეთ მთელ საფეხბურთო სამყაროს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შემთხვევით არ ვიყავით.
კარგად ვითამაშეთ, თუმცა საჭირო დროს დაგვაკლდა ის ცივსისხლიანობა, რომელიც რეალს ახასიათებს. ეს ფაქტორი გამოდგა დღევანდელ მატჩში გადამწყვეტი", - განაცხადა გერმანელმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ დორტმუნდმა თავის ისტორიაში მეორე ფინალი წააგო. პირველად ეს მოხდა 2013 წელს, მიუნხენის ბაიერნთან.