დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირება მადრიდულ გუნდებს შორის - რეალმა ატლეტიკო პენალტების სერიაში დაამარცხა. კონორ გალაგერის პირველ წუთზე გატანილი ბურთით, მატჩის ძირითადი დრო დასრულდა 1:0 "როხიბლანკოს" სასარგებლოთ. შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში მოიგო "სამეფო კლუბმა", 2:1.
დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც მოხდა ერთი საინტერესო ეპიზოდი - ხულიან ალვარესმა თავისი შანსი გამოიყენა, თუმცა მას ბურთი მოხვდა ორივე ფეხზე, რის შედეგადაც მის მიერ გატანილი 11-მეტრიანი გაუქმდა. არგენტინელი ფორვარდის შემდეგ, პენალტი გააფუჭეს ლუკას ვასკესმა და მარკოს ლორენტემ, საბოლოო წერტილი კი ანტონიო რუდიგერმა დასვა.
"ბლანკოსი" გადის მეოთხედფინალში, სადაც შეხვდება ლონდონის არსენალს, რომელმაც თავის მხრივ პევ ეინდჰოვენის ბარიერი გადალახა.
ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის ყველა მატჩი:
ატლეტიკო 1:0 (პენ. 2:4) რეალი
არსენალი 2:2 პსვ
ლილი 1:2 დორტმუნდი
ასტონ ვილა 3:0 ბრიუგე