ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში საკმაოდ საინტერესო და დაუჯერებელი მატჩები გაიმართა. ყველაზე დიდი სენსაცია საფრანგეთში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა ლილმა მოქმედი ჩემპიონი მადრიდის რეალი დაამარცხა.
ლილმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა. ჯონათან დევიდმა პენალტი გაიტანა, რის შემდეგაც გუნდმა უპირატესობა შეინარჩუნა და მათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.
უხვგოლიანი გამოდგა იუვენტუსისა და ლაიფციგის მატჩიც. ლაიფციგი წინ გავიდა და ვლაჰოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 65-ე წუთზე სესკომ გერმანელები კვლავ წინ გაიყვანა.
"ბებერ ქალბატონს" მშველელად კვლავ ვლაჰოვიჩი მოევლინა, რომელმაც 68-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 82-ე წუთზე კი კონსეინსაიომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:3.
სენსაციური გამოდგა ბირმინგემში გამართული მატჩიც, სადაც ასტონ ვილამ ფავორიტი ბაიერნი მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ოთარ კიტეიშვილმა და მისმა შტურმმა საკუთარ მოედანზე ბრიუგესთან წააგო.
ასტონ ვილა-ბაიერნი 1:0
ბენფიკა-ატლეტიკო 4:0
დინამო ზაგრები-მონაკო 2:2
ლაიფციგი-იუვენტუსი 2:3
ლივერპული-ბოლონია 2:0
ლილი-რეალი 1:0
შტურმი-ბრიუგე 0:1