ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, კომენტარი გააკეთა დორტმუნდის ბორუსიას მთავარმა მწვრთნელმა, ედინ ტერზიჩმა, რომელმაც მადრიდის რეალის წინააღმდეგ თავისი გუნდის შანსები შეაფასა:
"ამ ტურნირზე ყველაზე მეტჯერ გვაქვს კარი მშრალად შენახული, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. სეზონი ცუდად დავიწყეთ, თუმცა ახლა სულ სხვა გუნდი ვართ და ტიტულის მოგება შეგვიძლია.
ვიცი, რომ ამ ტურნირის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით და ფავორიტადაც ისინი მიიჩნევიან, თუმცა ჩვენთან პსჟ-ც ფავორიტი იყო. თამაშის ბოლოში ვართ გასულები და ახლა ფინალური ბოსის დამარცხება გვჭირდება", - განაცხადა გერმანელმა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება. ეს არის რიგით მესამე ფინალი ვესტფალიური კლუბის ისტორიაში. 1997 წელს "შვარცგელბენმა" დაამარცხა ტურინის იუვენტუსი, 2013-ში კი მიუნხენის ბაიერნთან წააგო.