ცნობილი გახდა, თუ რა შემადგენლობებით ითამაშებენ მადრიდის რეალი და დორტმუნდის ბორუსია ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
რეალი - კურტუა, ნაჩო, რუდიგერი, კარვახალი, მენდი, კროოსი, კამავინგა, ვალვერდე, ბელინგემი, ვინისიუსი, როდრიგო.
დორტმუნდი - კობელი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, რიერსონი, მაატსენი, ჯანი, საბიცერი, ბრანდტი, სანჩო, ადეიემი, ფულკრუგი.
როგორც ვხედავთ, "სამეფო კლუბის" სასტარტო შემადგენლობაში აღმოჩნდა ტიბო კურტუა, რომელსაც ტრავმების გამო მთელი სეზონი გაუცდა. მისი შემცვლელი, ანდრეი ლუნინი გაციებული იყო, რის გამოც ფინალისთვის სათანადოდ მომზადება ვერ მოახერხა.