მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერის" მეტოქე მადრიდის რეალი იქნება. ყოფილი გერმანელი თვლის, რომ ამ წყვილში ფავორიტი ბუნდესლიგის წარმომადგენელი იქნება. ბავარიული გუნდის ყოფილი შუახაზელის კომენტარი ასეთია:
"ამ წყვილში ფავორიტად ბაიერნს ვასახელებ. დიახ, რეალმა გადალახა სიტის ბარიერი, თუმცა მათ ძალიან გაუმართლად. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად, მიუნხენელებთან მატჩში. როგორც ვიცი, გუნდში პოზიტიური ატმოსფერო სუფევს. ტუხელმა შეძლო შეგირდებთან საერთო ენის გამონახვა", - განაცხადა 63 წლის ვეტერანმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდელებმა მანჩესტერელები პენალტების სერიაში დაამარცხეს. "რეკორდმაისტერმა" კი ლონდონის არსენალის ბარიერი გადალახა. "სამეფო კლუბისა" და ბავარიული გუნდის დაპირისპირება 30 აპრილს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება.