რეალ მადრიდი ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გუნდმა კილიან მბაპე უკვე წარადგინა, ასევე მუშაობა გრძელდება ალფონსო დეივისის პოტენციურ ტრანსფერზეც. ამის გარდა, გუნდი გაყიდვებზეც იმუშავებს - უკვე ცნობილია, ვინ აღარ შედის კლუბის გეგმებში და ვინ დატოვებს მადრიდულ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. სიაში ისეთ ფეხბურთელებსაც ვხვდებით, რომლებიც ახლა იჯარის წესით სხვა კლუბებში თამაშობენ:
ტონი კროოსი (კარიერას ასრულებს);
კეპა არისაბალაგა;
დანი სებალიოსი;
ხესუს ვალეხო;
რეინიერი;
ვინისიუს ტობიასი;
ეს ფეხბურთელები სანტიაგო ბერნაბეუს აუცილებლად დატოვებენ - ზოგი მათგანი უფასოდ წავა, ზოგის სანაცვლოდ კი კლუბი გარკვეულ თანხას მიიღებს.
რაც შეეხება ანდრეი ლუნინსა და ფრან გარსიას, ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ კლუბი კარგ შემოთავაზებას თუ მიიღებს, ორივე მათგანს შეელევა.
გუნდის ვეტერანებიდან ლუკას ვასკესი და ხოსელუ გუნდში დარჩებიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ნაჩო ფერნანდესს.